Loading


ზუგდიდელი მოსწავლეები ახალი ელექტრონული სასწავლო რესურსებით ისარგებლებენ


14.06.2014

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თანამედროვე ელექტრონული სასწავლო რესურსები ზუგდიდის ალექსქნდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზიას გადასცა. დღეს, უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორებმა გიმნაზიისა და ზუგდიდის საჯარო სკოლების პედაგოგებს ახალი პროგრამები წარუდგინეს და დისტანციური სწავლების საშუალებების პრეზენტაცია წარმოადგინეს. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი დაესწრნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტმა ქალაქ ზუგდიდის ა. ღურწკაიას სახელობის გიმნაზიას ვირტუალური სწავლების საშუალებები, ქართული ენის შესასწავლი სრული კურსი (1-12 კლასები), დაწყებითი კლასებისათვის მათემატიკის, ბუნების, მუსიკის, ფიზიკისა და მათემატიკის სწავლების სრული პაკეტი გადასცა. ახალი პროგრამები გიმნაზიის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში დისტაციურად, საკუთარი სკოლიდან იმუშაონ, ჩაატარონ რეალური დისტანციური სამუშაოები. ამ პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობა ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც შეეძლებათ. უნივერისტეტმა გიმნაზიას ასევე გამოჩენილ ფიზიკოსთა პორტრეტები გადასცა.

ა. ღურწკაიას სახელობის გიმნაზია 9 თვის წინ დაარსდა და მიზანდ ისახავს რეგიონის მოზარდების საინჟინრო სპეციალობებით დაინტერესებას. სკოლა აღჭურვილია მსოფლიოში საუკეთესო, გერმანული მწარმოებლის - ფუვეს და სხვა თანამედროვე დანადგარებით. პირველი 9 თვის განმავლობაში,ზუგდიდის რესურსცენტრთან თანამშრომლობით, მან უკვე ჩაატარა რამოდენიმე სემინარი რეგიონის მასწავლებლებისთვის უცხოელი პროფესორების მოწვევით. აგრეთვე მზადაა მიაწოდოს თავისი ლაბორატორიული ბაზა ნებისმიერი სკოლის მოსწავლეებს ღია გაკვეთილების ჩატარების მიზნით.


სიბრიყვე დაავადებაა, რომელსაც არც ერთი წამალი არ შველის.

არაბული ანდაზა



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations