Loading


პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება


21.04.2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2015-2016 სასწავლო წლისათვის.

რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად.

ეტაპი - 2015 წლის 23 აპრილი - 4 მაისი.

რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:

  • რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;
  • რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია;
  • რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

პირველ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში 2015 წლის 5 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით.

II ეტაპი - საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია.   2015 წლის  15 მაისი  -   9 ივნისი.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება  2015 წლის 11 ივნისიდან  21 ივნისის  ჩათვლით.

I და II ეტაპზე  მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების  განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

III ეტაპი - 2015 წლის 22 ივნისი - 2015 წლის 11 ივლისი. რეგისტრაცია განხორციელდება  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლების) ბაზაზე II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე მხოლოდ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ.


შენიშვნა:

რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.


ინტელექტუალები წყვეტენ პრობლემებს, ხოლო გენიოსები თავიდან იცილებენ მათ.

ალბერტ აინშტაინი



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations