Loading


საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადებში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ


03.11.2016

საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადებში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვა, რომელთაც მოპოვებული გამარჯვებებისთვის სხვადასხვა პრიზები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. მინისტრის მიერ 5 მოსწავლე საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში, ხოლო 13 ინფორმატიკის ეროვნულ ტურნირში გამარჯვებისთვის დაჯილდოვდა.

„წარმატებული მოსწავლეების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ოლიმპიადებში ყოველწლიურად საქართველოს ნაკრები გუნდების მონაწილეობას აფინანსებს. საერთაშორისო ოლიმპიადებში, რომელიც მათემატიკაში (IMO), ფიზიკაში (IPHO); ინფორმატიკაში (IOI); ბიოლოგიასა (IBO) და ქიმიაში (ICHO) ჩატარდა, წელს 23 ქართველი მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგან ერთმა ვერცხლის, ოთხმა ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, ხოლო ექვსმა მოსწავლემ საპატიო სიგელი მოიპოვა. ვერცხლის მედლის მფლობელი -2000 ლარით, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი - 1000 ლარით დაჯილდოვდა.

ხაზგასასმელია, რომ ბოლო 7 წლის მანძილზე, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრებს ოლიმპიადებში 3 ოქროს, 17 ვერცხლის, 59 ბრინჯაოს მედალი და 37 საპატიო სიგელი აქვთ მოპოვებული.

ინფორმატიკაში ეროვნული ტურნირი წელს ორ ეტაპად სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა და მასში საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ტურნირის შედეგად, 12 გამარჯვებული გამოვლინდა: I ადგილი (3 მოსწავლე), II (3), III (3) და 4 საუკეთესო ათეული. მოსწავლეები 1000, 700, 500 და 50 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების, სასაჩუქრე ბარათებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.


რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია.

ლათინური გამონათქვამი



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations