Loading


ტექნოლოგიები განათლების სისტემაში


24.11.2016

Microsoft - საქართველოს ორგანიზებით, განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თემაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მისი ქვეუწყებებისა და საგანმანათლებლო სფეროს სხვა წარმომადგენლებისათვის, ორდღიანი კონფერენცია გაიმართა. შეხვედრა გახსნა და თანამედროვე განათლების სისტემაში ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კონფერენციას განათლების ტექნოლოგიების სფეროში ლიდერი ქვეყნის - ფინეთის  განათლების  ექსპერტები - გლობალური ელექტრონული სწავლების სტრატეგიის გუნდის დირექტორი Microsoft-ის მსოფლიო განათლების ორგანიზაციაში კატი ტიანენი და Microsoft-ის საგანმანათლებლო მოწყობილობების გუნდის ხელმძღვანელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში თეო მილევი უძღვებოდნენ.

ფინელი ექსპერტები მთელ მსოფლიოში განათლების სამინისტროებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, განათლების პოლიტიკის შემქმნელებთან და სკოლებთან თანამშრომლობენ და ამით ეხმარებიან მათ განახორციელონ სწავლება და  მიღებული ცოდნის სრული რეალიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიების  გამოყენებით.


რასაც არ კრძალავს კანონი, იმის ჩადენას კრძალავს სინდისი.

ლათინური გამონათქვამი



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations