Loading


ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი ნასაში გაემგზავრება


28.02.2017

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ გუნდი გამოავლინა, რომელიც NASA-ში, აშშ–ში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამაში. დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიამ სულ უფროსკლასელებისაგან შემდგარი  სამი საუკეთესო გუნდი გამოავლინა, რომელთაც წარმოადგინეს პროექტები ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში.   მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს  პრიზები გადაეცათ, ხოლო პირველ ადგილზე გასული გუნდი, 2017 წელს გაემგზავრება NASA-ში, აშშ–ში და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში.

ინოვაციის კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება.  კონკურსი მესამე წელია ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. კონკურსის ერთ-ერთი მიზანია გამარჯვებულების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, ცოდნის და გამოცდილების გაზიარების მიზნით. 2016 – 2017 წლის კონკურსში მონაწილეობა მიიღო 67 სკოლის 85 გუნდმა. ფინალში გავიდა 13 გუნდი, რომელთაგან გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საქართველოში უკვე ორჯერ, 2014-15 და 2015-16 წლებში განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო 153-მა გუნდმა საქართველოს ცხრა რეგიონიდან. წინა კონკურსებში გამარჯვებულმა გუნდებმა მულტიკლიმატიზატორი და სოლარი მონაწილეობა მიიღეს, აშშ-ში, კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, NASA-ს კენედის ცენტრში, ფლორიდაში. 


რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია.

ლათინური გამონათქვამი



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations