Loading


ქუთაისელი მოსწავლეების გამოგონება


15.06.2017

მეოთხე-მეხუთე კლასელმა ქუთაისელმა მოსწავლეებმა გამოყენებითი ფიზიკის, მათემატიკისა და ინფორმატიკის თავისუფალ გაკვეთილებზე „სიმაღლის მზომავი დეკოდერი“ დაამზადეს და ამით თავიანთი იდეის სრულფასოვანი რეალიზაცია მოახდინეს.

უნიკალური ხელსაწყო ნებისმიერ სიმაღლეს ზომავს, მათ შორის მიუწვდომელ ადგილებში. ორი გოგონასი და ოთხი ვაჟისაგან შემდგარმა გუნდმა დღეს, პროექტი „სიმაღლის გაზომვის მეთოდები“ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და უნივერსიტეტის შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებს წარუდგინეს. პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა უნივერსიტეტის ეზოში გადაინაცვლეს და მათ მიერ შექმნილი რობოტი საჰაერო ბუშტის საშუალებით, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის სიმაღლე გაზომეს. ამ მოსწავლეებთან და საქართველოს რამდენიმე ათეულ სკოლასთან აქტიურად თანამშრომლობს ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის წარმომადგენლები და ხელმძღვანელი პროფესორი დავით სონღულაშვილი, ისინი მეთოდურად დიდ დახმარებას უწევენ მოსწავლეებს იდეების რეალიზებაში.


ინტელექტუალები წყვეტენ პრობლემებს, ხოლო გენიოსები თავიდან იცილებენ მათ.

ალბერტ აინშტაინი



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations