Loading


ინფორმატიკის ოლიმპიადიდან მედლებით დაბრუნებული ქართველი მოსწავლეები


26.07.2017

მედლებით დაბრუნდნენ საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდის წევრები  ცენტრალური ევროპის ქვეყნების (CEOI) 24-ე ოლიმპიადიდან ინფორმატიკაში, რომელიც  სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში ჩატარდა.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა ისეთი მაღალი რეიტინგის მქონე ოლიმპიადაზე, რომელში მონაწილე ქვეყნებსაც არათუ ევროპაში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც კი უძლიერესი გუნდები ჰყავთ და ყოველთვის ლიდერის პოზიციები უჭირავთ, ასეთი მაღალი შედეგები აჩვენეს: გიორგი კლდიაშვილმა (დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, მე-11 კლასი) აბსოლუტური შედეგი აჩვენა, ორი ტურის შემდეგ ჯამში 600 შესაძლებლიდან 600 ქულა მოაგროვა და ოქროს მედალი დაიმსახურა, ალექსანდრე ხოხიაშვილმა და ვანო გამეზარდაშვილმა (კომაროვის ფიზიკა - მათემატიკური სკოლის მე-11 კლასელები) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები წელს უკვე მესამედ მონაწილეობდა ამ ოლიმპიადაში და წინა წლებში, ორივეჯერ 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო აიღო. წელს კი წინა წლებში მიღწეული შედეგები კიდევ უფრო გააუმჯობესა და ამ შედეგით საქართველო მონაწილე ქვეყნების უძლიერეს სამეულში მოხვდა, რაც უდავოდ დიდი წარმატებაა.

გუნდს ხელმძღვანელობდნენ: ლიდერი - პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი  გიორგი მანდარია და თანალიდერი  პროფესორი ზაზა გამეზარდაშვილი. 


სიტყვა ადამიანის ყველაზე ძლიერი იარაღია.

არისტოტელე



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations