Loading


წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გრძელდება


13.10.2017

მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“. პროგრამის ფარგლებში დღეს, თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები, რომელთაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.

მეორე ეტაპზე, კომპიუტერები ისანი-სამგორის, დიდუბე-ჩუღურეთის და ვაკე-საბურთალოს რაიონის წარჩინებულ მოსწავლეებს (სულ 264 წარჩინებული) გადაეცათ. მოსწავლეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.


2017 წელს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული მოსწავლეები, რომელთა საბაზო საფეხურის ნიშანია 10 ქულა დამრგვალების გარეშე.

საქართველოს მასშტაბით წარჩინებულ მოსწავლეთა რაოდენობა 2557-ია. მათ შორის თბილისში წელს 468 წარჩინებულია. აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებულ მოსწავლეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. მოსწავლეთა დაჯილდოების პროცესი გრძელდება და უახლოეს მომავალში კომპიუტერს ყველა ბენეფიციარი მიიღებს.


ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.

არისტოტელე



12.04.2018

ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. პირველი ადგილზე გიმნაზია AIA GESS-ის პროექტი "რობოტი ლაბორანტი" გავიდა. პროექტის ავტორი მოსწავლეები აშშ-ში NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან და საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

07.03.2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის“ „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამის“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს 

25.12.2017

ფოტოგამოფენა „საქართველოს ტექნოლოგიური მემკვიდრეობა“ გაიხსნა. პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით.

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations