Loading


ფოტოგამოფენა „ საქართველოს ტექნოლოგიური მემკვიდრეობა“


25.12.2017

ფოტოგამოფენა „საქართველოს ტექნოლოგიური მემკვიდრეობა“ გაიხსნა. პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით.

გამოფენის მიზანია, საზოგადოებას გააცნოს XX საუკუნის საქართველოს მიღწევები ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში, ასევე მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ისტორიული ინტელექტუალური პოტენციალის, სახელმწიფოს ფორმირებისა და ქართველი მეცნიერების მიერ მსოფლიოს სამეცნიერო სივრცეში შეტანილი წვლილის შესახებ.

გასულ საუკუნეში, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობდა დასავლეთის ქვეყნებთან ინტელექტუალური და ტექნოლოგიური რესურსების გაცვლის კუთხით. ქვეყნის შიგნით იქმნებოდა ინოვაციები და შენდებოდა მაღალტექნოლოგიური სტრატეგიული ობიექტები. ქართული მეცნიერება წარმოადგენდა ევროპული სამეცნიერო სივრცის მნიშვნელოვან ნაწილს. შესაბამისად, საქართველო სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, როგორც თანამედროვე დასავლური სახელმწიფო.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ფოტომასალა ქართველი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების შესახებ, რომელთაც მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდათ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში. ასევე, ასახულია საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი გამოგონებებისა და ტექნოლოგიური პროექტების ამსახველი უნიკალური ფოტოები.

ტექნოლოგიების განვითარება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია, რადგან 21-ე საუკუნეში ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესს დიდ წილად განაპირობებს თუ რა ინოვაციებს და ტექნოლოგიებს ქმნის ქვეყანა. შესაბამისად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით, 2013-2019 წლებში ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში საინჟინრო-ტექნოლოგიური განათლების ხარისხის განვითარებას და ამ დარგებში საერთაშორისოდ კონკურენტუნარიანი, მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალების მომზადებას ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით.


ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა.

ქართული ანდაზა



16.11.2018


მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ 2018 წლის კონკურსის საკონკურსო კომისიამ, კონკურსის დასკვნით ეტაპზე წარდგენილი 18 საკონკურსო განაცხადი შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 23 იანვრის N11 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად და გამოავლინა 2018 წლის კონკურსში გამარჯვებულები.

24.10.2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კასპში მიმდინარე საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური პროექტები დაათვალიერეს, რომლებიც ახლო მომავალში რეგიონს ახალ დატვირთვასა და უმნიშვნელოვანეს ფუნქციას შესძენენ.

18.07.2018

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 13 -18 წლის 1500-მდე მოზარდი დასვენების პარალელურად, ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა.

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations