Loading


მიხეილ ბატიაშვილმა მაია ცქიტიშვილთან და გიორგი ქობალიასთან ერთად შიდა ქართლში საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური პროექტები დაათვალიერა


24.10.2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კასპში მიმდინარე საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური პროექტები დაათვალიერეს, რომლებიც ახლო მომავალში რეგიონს ახალ დატვირთვასა და უმნიშვნელოვანეს ფუნქციას შესძენენ.


საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, კასპში ინოვაციური ცენტრი - ტექნოპარკი აშენდება, რომლის საპროექტო სივრცე მინისტრებმა ადგილზე დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა როგორც სამუშაო და სასწავლო ოთახები (ე. წ. ფაბ-ლაბი), ასევე საკონფერენციო, დამხმარე სათავსები და სამუშაო სივრცე. სხვადასხვა აქტივობისთვის ასევე იგეგმება ღია ტერასის მოწყობა და ტერიტორიის კეთილმოწყობა შემოღობვით, პარკირებითა და გამწვანებით. პროექტში გათვალისწინებულია შშმ პირთა საჭიროებებიც.


მინისტრებმა ასევე ადგილზე დაათვალიერეს კასპში მიმდინარე ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა, რომელიც სტუდენტებს 2019 წლიდან მიიღებს. 200 სტუდენტზე გათვლილი შენობის სარეაბილიტაციო პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მომზადდა რეგიონებში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.

პროფესიული კოლეჯის პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასა და მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად სამინისტროსთან თანამშრომლობენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა „ჰაიდელბერგ ცემენტი“, ,,მეტეხი კერამიკა“, „ელექტრო აპარატის ქარხანა“, „ოკამის ღვინის ქარხანა“ და ა. შ. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აღნიშნულ საწარმოებს ესაჭიროება ელექტრო შედუღების, ხარატის, მაღალი ძაბვის ელექტროობის, ელექტროსამონტაჟო სამუშაოების, ამწის ოპერატორ-მემანქანისა და სხვა სპეციალობების პროფესიული კადრები.

ამავე კოლეჯში მომზადდებიან რეგიონისთვის პრიორიტეტული მიმართულების სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული დარგების სპეციალისტები - ვეტერინარები, მექანიზაციისა და მებაღეობა-მეხილეობის სპეციალისტები. სასწავლებელი ასევე ორიენტირებული იქნება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

ზოგადი განათლების ხელშეწყობის მიზნით, კასპში ახალ სასწავლო წელს ასევე საზეიმოდ გაიხსნა 650 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ადაპტირებული N1 საჯარო სკოლა. სკოლაში ფუნქციონირებს როგორც ბიბლიოთეკა, ასევე საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტები, ექიმის ოთახი, სპორტული და სააქტო დარბაზი.
ახლო მომავალში კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში 150 მოსწავლეზე გათვლილი კიდევ ერთი ახალი სკოლა გაიხსნება, რომელიც ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. გარდა ბიბლიოთეკისა, სკოლაში იქნება სასადილო ოთახი, საბუნებისმეტყველო კლას–კაბინეტები, ექიმის ოთახი და სპორტული დარბაზი.


არასდროს აჩქარებულად არ უნდა წამოიწყო დიდი საქმე, თორემ უთუოდ დააჩქარებ ხელის მოცარვას.

კონსტანტინე გამსახურდია



24.10.2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კასპში მიმდინარე საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური პროექტები დაათვალიერეს, რომლებიც ახლო მომავალში რეგიონს ახალ დატვირთვასა და უმნიშვნელოვანეს ფუნქციას შესძენენ.

18.07.2018

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 13 -18 წლის 1500-მდე მოზარდი დასვენების პარალელურად, ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა.

13.07.2018

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება ზოგადი განათლების მიმართულებაზე გაამახვილა...

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations