Loading


პროექტის „ციფრული სკოლა - საქართველო“ შემაჯამებელი კონფერენცია


21.06.2019

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „ციფრული სკოლა - საქართველო“ ორდღიანი შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის პირველ დღეს პროექტში მონაწილე სკოლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს თუ რას ნიშნავს ციფრული სკოლა მათ რეალობაში და როგორ განახორციელეს ეს იდეა. ამავე დღეს უნივერსიტეტის ღია სივრცეში პოსტერების გამოფენა გაიმართა, სადაც თითოეული სკოლის გამოწვევა, მიზანი, ციფრული ხედვა, სტრატეგია, განხორციელებული აქტივობები და მიღებული შედეგებია ასახული.

კონფერენციის მეორე დღეს გამარჯვებული სკოლები გამოვლინდნენ. გამარჯვებულ სკოლებს ჯილდო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაციამ - „გრენა", IT Step აკადემიამ, მაგთიკომმა და „ორიენტ ლოჯიქმა“ გადასცა. პროექტის პარტნიორები არიან ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „დიჯისოლთი“ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტი „ციფრული სკოლა - საქართველო“ საქართველოს 7 რეგიონის 60 საჯარო სკოლაში 2019 წლის თებერვლიდან ხორციელდება. პროექტს ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს.

პროექტის "ციფრული-სკოლა - საქართველო" ფარგლებში 2019-2020 წლებში სულ 120 სკოლის გუნდი (720 მონაწილე) მომზადდება, როგორ შეიმუშაონ და განახორციელონ სკოლის ციფრული სტრატეგია თანამონაწილეობითი დიზაინის, მონაცემებზე-დაფუძნებული გადაწყვეტილებების, თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვით.


რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია.

ლათინური გამონათქვამი



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations