Loading


„ახალი სკოლის მოდელის“ 2019 წლის შემაჯამებელი ფორუმი გაიხსნა


20.12.2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, ირინე აბულაძემ და ეკატერინე დგებუაძემ  „ახალი სკოლის მოდელის“ 2019 წლის შემაჯამებელი ფორუმი გახსნეს. „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის სკოლაში დანერგვის მთავარი მიზანია პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც მოსწავლეებს XXI საუკუნის გამოწვევათა დასაძლევად შესაბამის ცოდნასა  და საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალება მისცემს.

ფორუმის მონაწილეებმა სკოლის უსაფრთხოების, მოსწავლის უფლებების დაცვისა და მზრუნველობაზე ორიენტირებული გარემოს შექმნის საკითხები განიხილეს, იმსჯელეს იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომლებიც სკოლაში მშვიდ და დაცულ ატმოსფეროს შექმნის.
გარდა ამისა, პროექტის ორგანიზატორებმა 2019 წელს მიღწეული შედეგები შეაჯამებს და აღნიშნეს, რომ წლის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა. ამგვარი დადებითი ცვლილებები კი იმის მანიშნებელია, რომ პროექტის განხორციელების შედეგად საქართველოს სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და სასკოლო ცხოვრება რეალურ ცხოვრებას დაუხლოვდება.

„ახალი სკოლის მოდელის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლა-სწავლების პროცესში. აღნიშნული პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინოფრმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტმა ალექსანდრე ასათიანმა წლის მიღწევები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ 2019 წელს დაიწყო და 2024 წლამდე საქართველოს ყველა სკოლას დაფარავს. პროექტი ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში, 165 სკოლის პირველ-მეოთხე კლასებში. მისი ბენეფიციარია 34 414 მოსწავლე და 3096 მასწავლებელი.


ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.

არისტოტელე



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations