Loading












08.06.2012

იმ პირველკლასელთა მშობლებს და კანონიერ წარმომადგენლებს, ვინც 2012 წლის 15 ივნისის ჩათვლით დაარეგისტრირებს ბავშვს შესაბამის სკოლაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაცნობებთ, რომ მოსწავლის მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ, სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა, რეგისტრაციისას მითითებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა მოხდეს 2012 წლის 18 ივნისიდან 2012 წლის 19 ივლისამდე.


25.05.2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა და მსოფლიოს თერთმეტგზის ჩემპიონმა ჭადრაკში გარი კასპაროვმა დღეს  მემორანდუმს მოაწერეს ხელი.


21.05.2012

დღეიდან საქართველოს მასშტაბით მე-12 კლასელთა საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას სახლიდან გაუსვლელად,  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ facebook-ის გვერდზე, www.facebook.com/emis.ge, online რეჟიმში შეგიძლიათ უყუროთ.


02.05.2012

Microsoft-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების  კონკურსში ”Imagine Cup” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, USAID-ს მისიის ხელმძღვანელმა  საქართველოში სტივენ ჰაიკინმა, მაიქროსოფთ საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა დავით ასათიანმა გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს.


01.05.2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი პროექტის ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლების School Box-ებით აღჭურვა  მიმდინარეობს. დღეს, დიმიტრი შაშკინი 84-ე საჯარო სკოლაში ტექნიკის შეტანის პროცესს დაესწრო.

იხილეთ ყველა

გვერდები :
21

რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია.

ლათინური გამონათქვამი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations