Loading












08.04.2013

2013-2014 სასწავლო წლისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით 2084 საჯარო სკოლის 650 000 ათასი მოსწავლე სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, თბილისის 145-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას გააკეთა.


22.03.2013

2013 წლის 1 აპრილიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2013-2014 სასწავლო წლისათვის. სკოლაში ბავშვის შეყვანა მშობელს 5 წლის ასაკიდან შეუძლია. ასაკთან დაკავშირებით არჩევანს მშობელი თავად აკეთებს.


18.02.2013

მოზარდთა შორის ჭადრაკის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს სკოლებში კომპიუტერული პროგრამა - KCFE დაინერგება. დღეს, თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში პროგრამის პრეზენტაცია და საჩვენებელი გაკვეთილი თავად ავტორმა, მსოფლიოს თერთმეტგზის ჩემპიონმა ჭადრაკში გარი კასპაროვმა ჩაატარა.


31.01.2013

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თემატური სამუშაო შეხვედრები გრძელდება. მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები დღეს, თბილისის სკოლების მათემატიკისა და ინფორმატიკის კათედრის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.


24.01.2013

ყაზახეთის  ჟაუტიკოვის  მე-9  საერთაშორისო  ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი მოიპოვა. ქალაქ ალმატიში გამართულ ოლიმპიადაში  მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში ვ. კომაროვის სახელობის თბილისის 199-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის, ი. ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის, ა. რაზმაძის სახელობის ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლისა და თბილისის დემირელის სახელობის კოლეჯის უფროსკლასელები  მონაწილეობდნენ.

იხილეთ ყველა

გვერდები :
17

არაფრის კეთებაში ისაა პრობლემა, რომ არ იცი, როდის მორჩები.

ბენჯამინ ფრანკლინი

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations