![]() 17.05.2012
სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული 95 მოსწავლე ფულადი პრემიებითა და სიგელებით დაასაჩუქრა. 02.05.2012
![]() კონკურსში ”Imagine Cup” გამარჯვებული გუნდი ავსტრალიაში გაემგზავრება Microsoft-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების კონკურსში ”Imagine Cup” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, USAID-ს მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში სტივენ ჰაიკინმა, მაიქროსოფთ საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა დავით ასათიანმა გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს. 01.05.2012
![]() თბილისის საჯარო სკოლების School Box-ებით აღჭურვა დაიწყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი პროექტის ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლების School Box-ებით აღჭურვა მიმდინარეობს. დღეს, დიმიტრი შაშკინი 84-ე საჯარო სკოლაში ტექნიკის შეტანის პროცესს დაესწრო. 24.04.2012
![]() საატესტატო გამოცდები 21 მაისს დაიწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საატესტატო გამოცდების დაწყების თარიღი თბილისის 82-ე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებთან შეხვედრაზე გააჟღერა - 2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება. 23.04.2012
![]() საჯარო სკოლები სქულ ბოქსებით აღიჭურვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეფორმის ფარგლებში ახალ პროექტს ანხორციელებს - მალე საჯარო სკოლები სპეციალურად შერჩეული და დატესტილი აპარატურისაგან შემდგარი სქულ ბოქსებით აღიჭურვება. ყუთში ჩატვირთული თანამდეროვე სისტემა სტაბილურ და უსაფრთხო ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს და სკოლებს დამატებითი ელექტრონული სერვისების განხორციელებაში დაეხმარება. გვერდები : |
![]()
ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს
ფრიდრიხ შილერი ევროკომისიის ჩარჩო პროგრამების გაცნობის თემაზე ტრენინგი ჩატარდა 01--2010
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა 02--2010
სტუდენტურ ოლიმპიადაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ 03--2010
|
Loading













1-ელ ივლისს სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ინიციატივით და ევროკომისიის პროექტის “EXTEND”-ის ხელშეწყობით ტექნიკურ უნივერსიტეტში მოეწყო ტრენინგი თემაზე “ევროკომისიის ჩარჩო პროგრამების გაცნობა ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით”.სამუშაო სემინარი გახსნა სტუ-ის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა
ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა. აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 1-ელ და 2 ივლისს ოთხ სესიად ჩააბარეს. დღეს, ბოლო სესიაზე, 8620 რეგისტრირებული აბიტურიენტიდან გამოცდაზე 8308 გამოცხადდა. შაბათ-კვირას აბიტურიენტები დაისვენებენ, 5 ივლისიდან კი ერთიანი ეროვნული გამოცდები ზოგად უნარებში ტესტირებით გაგრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ "თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკაში 2010-ის" I და II ადგილზე გასულ სტუდენტებს პერსონალური კომპიუტერები გადასცა. დაჯილდოების ცერემონიალი ახალ სპორტულ ცენტრში გაიმართა, რომელიც თბილისის მერმა გიგი უგულავამ გახსნა. გამარჯვებული სტუდენტები კურსის დასრულების შემდგომ დასაქმდებიან ან სტაჟირებას გაივლიან სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურაში


