![]() 19.02.2012
![]() მანდატურები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების გამოფენას დაესწრნენ პროფესიულ სასწავლებელ „იკაროსში“ №198 სკოლის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის ნამუშევრები, თიხისა და თექისაგან დამზადებული სამკაულები, სათამაშოები, ნახატები, საეკლესიო ნივთები. 18.02.2012
![]() სამინისტროს საჩუქარი სოციალურად დაუცველ მოსწავლეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა პერსონალური კომპიუტერი აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის სოციალურად დაუცველ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეს შორენა გიგაშვილს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა. 17.02.2012
![]() ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ეროვნულ გამოცდებზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების წახალისებას გულისხმობს გრძელდება. 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელი და სომეხი აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისას სპეციალური კვოტებით ისარგებლებენ - ისინი მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას მშობლიურ ენაზე (აზერბაიჯანულად და სომხურად) ჩააბარებენ და მოსამზადებელ ფაკულტეტებზე ჩაირიცხებიან. 17.02.2012
წიგნის "ჩემი უფლებები და მოვალეობები" პრეზენტაცია გაიმართა მოზარდებს შორის სამართალდარღვევათა პრევენციის მიზნით, „გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ სახელმძღვანელო "ჩემი უფლებები და მოვალეობები" შეიქმნა 16.02.2012
![]() დიმიტრი შაშკინი რესპუბლიკელ კონგრესმენს მაიკ კელის შეხვდა საქართველოში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდა რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ კელი ამერიკის კონგრესის შენობაში დიმიტრი შაშკინთან პირისპირ შეხვედრისას. გვერდები : |
![]()
სიკეთე არ დაიმალება.
ძველი რომაული გამონათქვამი ევროკომისიის ჩარჩო პროგრამების გაცნობის თემაზე ტრენინგი ჩატარდა 01--2010
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა 02--2010
სტუდენტურ ოლიმპიადაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ 03--2010
|
Loading












1-ელ ივლისს სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ინიციატივით და ევროკომისიის პროექტის “EXTEND”-ის ხელშეწყობით ტექნიკურ უნივერსიტეტში მოეწყო ტრენინგი თემაზე “ევროკომისიის ჩარჩო პროგრამების გაცნობა ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით”.სამუშაო სემინარი გახსნა სტუ-ის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა
ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა. აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 1-ელ და 2 ივლისს ოთხ სესიად ჩააბარეს. დღეს, ბოლო სესიაზე, 8620 რეგისტრირებული აბიტურიენტიდან გამოცდაზე 8308 გამოცხადდა. შაბათ-კვირას აბიტურიენტები დაისვენებენ, 5 ივლისიდან კი ერთიანი ეროვნული გამოცდები ზოგად უნარებში ტესტირებით გაგრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ "თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკაში 2010-ის" I და II ადგილზე გასულ სტუდენტებს პერსონალური კომპიუტერები გადასცა. დაჯილდოების ცერემონიალი ახალ სპორტულ ცენტრში გაიმართა, რომელიც თბილისის მერმა გიგი უგულავამ გახსნა. გამარჯვებული სტუდენტები კურსის დასრულების შემდგომ დასაქმდებიან ან სტაჟირებას გაივლიან სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურაში

