Loading







09.02.2012

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში „მომავლის კლასი“ გახსნა. ნიკა გილაური მთავრობის წევრებთან ერთად გაეცნო ტექნიკით აღჭურვილ ულტრათანამედროვე ,,მომავლის კლასს’, სადაც  ინტერაქტიული სმარტდაფა და მონიტორებია დამონტაჟებული.


08.02.2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანების საფუძველზე, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 2012 წლის 9 თებერვლიდან შეჩერდება და 2012 წლის 13 თებერვალს განახლდება.


08.02.2012

აბიტურიენტთა რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამა წელს პირველად სრულად ამოქმედდა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეთორმეტეკლასელთა Online რეგისტრაციის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი №72 საჯარო სკოლაში დაესწრო.


01.02.2012

ფიჯის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა ფიჯის რესპუბლიკას საქართველოში წარმოებული 200 ნეტბუკი საჩუქრად  გადასცეს.


01.02.2012

საქართველოს სკოლების პირველი კლასის მასწავლებლები, რომლებიც ”ბუკის” გამოყენებით წარმართავენ სასწავლო პროცესს, კომპანია  ”მაიკროსოფტ საქართველოს” მიერ ორგანიზებულ ინოვაციური პროექტების კონკურსში ”საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში 2012 (Partners in Learning Georgian Forum 2012)” მიიღებენ მონაწილეობას

იხილეთ ყველა

გვერდები :
5

სიკეთე არ დაიმალება.

ძველი რომაული გამონათქვამი



01--2010

ევროკომისიის ჩარჩო  პროგრამების გაცნობის თემაზე  ტრენინგი ჩატარდა 1-ელ ივლისს სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ინიციატივით და ევროკომისიის პროექტის “EXTEND”-ის ხელშეწყობით ტექნიკურ უნივერსიტეტში მოეწყო ტრენინგი თემაზე “ევროკომისიის ჩარჩო პროგრამების გაცნობა ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით”.სამუშაო სემინარი გახსნა სტუ-ის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა

02--2010

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა. აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 1-ელ და 2 ივლისს ოთხ სესიად ჩააბარეს. დღეს, ბოლო სესიაზე, 8620 რეგისტრირებული აბიტურიენტიდან გამოცდაზე 8308 გამოცხადდა. შაბათ-კვირას აბიტურიენტები დაისვენებენ, 5 ივლისიდან კი ერთიანი ეროვნული გამოცდები ზოგად უნარებში ტესტირებით გაგრძელდება

03--2010

სტუდენტურ ოლიმპიადაში  გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ "თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკაში 2010-ის" I და II ადგილზე გასულ სტუდენტებს პერსონალური კომპიუტერები გადასცა. დაჯილდოების ცერემონიალი ახალ სპორტულ ცენტრში გაიმართა, რომელიც თბილისის მერმა გიგი უგულავამ გახსნა. გამარჯვებული სტუდენტები კურსის დასრულების შემდგომ დასაქმდებიან ან სტაჟირებას გაივლიან სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურაში

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations