![]() 04.11.2011
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსწავლეებმა პრეზიდენტის საჩუქარი მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა გურამ მესაბიშვილმა რეგიონის საჯარო სკოლების 110 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები - “Lenovo” გადასცეს. კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ მოსწავლეები, რომლებმაც 2010-2011 სასწავლო წელს საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს. ღონისძიება ზუგდიდის №2 საჯარო სკოლაში გაიმართა. 25.10.2011
![]() შიდა ქართლის რეგიონის მოსწავლეებმა პრეზიდენტის საჩუქარი მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ტატიშვილმა შიდა ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების 80-მდე მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები - “Lenovo” გადასცეს. კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ მოსწავლეები, რომლებმაც 2010-2011 სასწავლო წელს საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს. ღონისძიება გორის №3 საჯარო სკოლაში გაიმართა. 24.10.2011
![]() მინისტრი ჯეოსელის კლასში ბიოლოგიის შემაჯამებელ გაკვეთილს დაესწრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში ბიოლოგიის შემაჯამებელ ინტერაქტიულ გაკვეთილს დაესწრო. გაკვეთილი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ჯეოსელის კლასში ჩატარდა. 15.10.2011
![]() რუსთავქალაქობაზე ქვემო ქართლის სკოლების წარჩინებული მოსწავლეები დასაჩუქრდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ ქვემო ქართლის საჯარო სკოლების 70-მდე მეათეკლასელ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები - “Lenovo” გადასცეს. კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ მოსწავლეები, რომლებმაც 2010-2011 სასწავლო წელს საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს. 11.10.2011
![]() გურიის რეგიონის მოსწავლეებმა პრეზიდენტის საჩუქარი მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ ოზურგეთის №5 საჯარო სკოლაში ლინგოფონის კაბინეტი გახსნა და გურიის რეგიონის საჯარო სკოლების 21 მეათეკლასელ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები - “Lenovo” გადასცა. გვერდები : |
![]()
ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს
ფრიდრიხ შილერი ევროკომისიის ჩარჩო პროგრამების გაცნობის თემაზე ტრენინგი ჩატარდა 01--2010
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა 02--2010
სტუდენტურ ოლიმპიადაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ 03--2010
|
Loading













1-ელ ივლისს სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ინიციატივით და ევროკომისიის პროექტის “EXTEND”-ის ხელშეწყობით ტექნიკურ უნივერსიტეტში მოეწყო ტრენინგი თემაზე “ევროკომისიის ჩარჩო პროგრამების გაცნობა ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით”.სამუშაო სემინარი გახსნა სტუ-ის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა
ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა. აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 1-ელ და 2 ივლისს ოთხ სესიად ჩააბარეს. დღეს, ბოლო სესიაზე, 8620 რეგისტრირებული აბიტურიენტიდან გამოცდაზე 8308 გამოცხადდა. შაბათ-კვირას აბიტურიენტები დაისვენებენ, 5 ივლისიდან კი ერთიანი ეროვნული გამოცდები ზოგად უნარებში ტესტირებით გაგრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ "თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკაში 2010-ის" I და II ადგილზე გასულ სტუდენტებს პერსონალური კომპიუტერები გადასცა. დაჯილდოების ცერემონიალი ახალ სპორტულ ცენტრში გაიმართა, რომელიც თბილისის მერმა გიგი უგულავამ გახსნა. გამარჯვებული სტუდენტები კურსის დასრულების შემდგომ დასაქმდებიან ან სტაჟირებას გაივლიან სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურაში


